Tuesday, July 5, 2011

რა იციან კაცებმა, ქალების შესახებ ?!

ქალი არასოდეს იხდის მაისურს ზურგზე ხელის მოჭიდებით.

ქალები კეფას არ იფხანენ. პირველ რიგში მათ არ უყვართ თავიანთი დაბნეულობის დემონსტრირება, მეორეც _ ეს ვარცხნილობას აფუჭებს.

ქალები ხშირად იხვევენ საკუთარ თმას თითზე, თუნდაც მოკლე თმა ჰქონდეთ მაინც… ან თმას ლოყაზე ისვამენ. კაცები ამას იშვიათად აკეთებენ.

ქალი ბოლომდე ვერასოდეს მიხვდება იმას თუ რატომ იფარებენ ფეხბურთელები ხელს როდესაც კედელს აკეთებენ. ამიტომაც ის არასოდეს შეხტება, როცა რომელიმე ფილმის გმირს ფეხებსშორის ბათინკს ამოარტყავენ.

ქალი სიგარეტს კბილებს არ უჭერს და არც პირში იტოვებს. მას სიგარეტი სულ ხელში უჭირავს.

მთქნარებისას, ქალი პირს ხელისგულით იფარავს და არა მუშტით.

შხაპის მიღების შემდეგ, ქალი, არა აქვს მნიშვნელობა გრძელი თმა აქვს თუ არა, აუცილებლად იხვევს თავზე პირსახოცს ჩალმასავით ერთი წუთით მაინც. ამ აღმოსავლური რიტუალის გაჩენის მიზეზები უცნობია.

ქალს პრაქტიკულად არ აღიზიანებს როდესაც საცვალი დუნდულებს შორის ეჭედება. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით ატარებენ ყველა იმ წამებისათვის მოგონილ ნივთებს რასაც ბიკინი ეწოდება. ამასთან ერთად ქალი არ ცდილობს საცვლის უკნიდან ჩუმად შესწორებას როდესაც სკამიდან დგება.

ვიღაცის დასარტყმელად ქალი ხელს გვერდზე კი არა უკან წევს. სწორედ ამიტომ არავინ უშვებს ქალებს ტანკების ასაფეთქებლად.

ქალებს მოსწონთ ეს ცოცხები, რომლისგანაც ამდენი ნაგავი გროვდება. ისინი მათ “გამხმარი ყვავილებისაგან დამზადებულ კომპოზიციებს” უწოდებენ.

ხელის ჩამორთმევისას ქალები ხელს თითქმის არ უჭერენ.

როდესაც ქალს ეძახიან, ის მხოლოდ თავს ატრიალებს. კაცი კი მთლიანი კორპუსით ტრიალდება, იმიტომ რომ უფრო მოუქნელი კისერი აქვს.

ქალებს ეშინიათ ობობების, ჭიების და თაგვების. მათ ასევე არ მოსწონთ მუხლუხოები, თუნდაც ისინი ძალიან ლამაზები იყვნენ.

ქალების უმეტესობა თვლის რომ წყლით და საპნით ბანაობა მავნებელია (რითაც იბანენ სააბაზანოში ნახეთ).

სექსის დროს ქალი ფიქრობს იმაზე ლამაზად გამოიყურება თუ არა.

ხელების ჩვენების თხოვნაზე, კაცები ხელებს ხელისგულით ზევით იშვერენ წინ. ქალები კი ხელისგულებით ქვევით. ალბათ იმიტომ, რომ მათი მანიკურის და ბრილიანტების ზომის დემონსტრირება მოახდინონ.

ის სიტყვები, რასაც ქალი იძახის თუ თითში ჩაქუჩს ჩაირტყავს, შეიძლეიძლება ცენზურის გარეშე, თავისუფლად გავუშვათ საბავშვო გადაცემებში… ის,რასაც კაცი ამბობს ასეთ შემთხვევებში, მისი ტრანსლირება არ შეიძლება.

ქალები ლუდის ბოთლებს ლუდის ბოთლის სახსნელით ხსნიან.

ქალები მკერდით სუნთქავენ. კაცების სუნთქვის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი მუცლის კუნთები.

ქალებს არ უყვართ, როდესაც ხელები აქვთ თავისუფალი. ამიტომაც ისინი ყველგან თან დაათრევენ ჩანთას _ რათა მისი ღვედი აწვალონ, კიდეზე ეჭიროთ ხელი და მასში უსასრულოდ იქექონ. ჩანთის არქონის შემთხვევაში, ამ როლზე წავა ნებისმიერი სხვა ნივთი – მარაო, ხელთათმანები, წიგნაკი, ყვავილი…

მთაზე ასვლას, ან მთიდან ჩამოსვლას, ქალები გვერდულად ცდილობენ. კაცები კი უბრალოდ უფრო განზე დგამენ ფეხებს.

თავიანთი ტერფების თვალიერებისას ქალები ფეხს ზურგს უკან წევენ. კაცები კი უბრალოდ აწეულ ტერფს ატრიალებენ.

ქალები თავიანთი სასქესო ორგანოების მიმართ გულგრილნი არიან, შორიდან ან საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს. ქალები არ ელაპარაკებიან მათ, არ არქმევენ სასაცილო სახელებს, არ უბრაზდებიან მათ.

ცხელ ქვიშაზე ან ხრეშზე სიარულისას ქალები თითისწვერებზე დადიან, კაცები კი მარტო ქუსლებს ადგამენ.

დაჯდომისას ქალები მუხლებს ატყუპებენ, ან ერთმანეთის პარალელურად უჭირავთ. ამიტომ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალი მეზობლის ყოლა უფრო სასურველია.

გაზმორვისას კაცები შლიან ან ზევით წევენ ხელებს. ქალები იდაყვებში ხრიან და გვერდებზე იბჯენენ.

ქალების მისწრაფება კომპრომისებისადმი გამოიხატება, მათ მიერ უცენზურო ანეკდოტების მოყოლაში. მათ შეიძლება გაბედონ სახალხოდ მოყვნენ ყველაზე უცენზურო ანეკდოტიც კი, მაგრამ საკვანძო სიტყვას ისე ჩუმად და გაურკვევლად ჩაიბურტყუნებენ, რომ ვერავინ ვერაფერს გაარკვევს. ზოგჯერ უცენზურო გამონათქვამის გამოხატვას მიმიკით, ჟესტიკულაციით და სახის სასოწარკვეთილი გამოხატულებით ცდილობენ.

ხალათებზე ქამარს ქალები ჭიპს ზემოთ იკრავენ. კაცები _ ქვემოთ.

თუ ქალს ქუჩაში შარვალზე ელვა შესაკრავი გაეხსნება, ის ამას აუღელვებლად შეხვდება და წყნარად შეიკრავს შარვალს.

ქალები ყურებს თითებით იცობენ, კაცები _ ხელისგულებით.

როდესაც ქალს სთხოვთ რომ სანთებელა მოგაწოდოთ, ის მოგაწვდით სანთებელას და არ შეამოწმებს თქვენს რეაქციას და ხტუნვის უნარს.

თუ კაცი, ქალის თვალში, ცოტათი თუ წავიდა წინ განვითარების პროცესში მაიმუნისგან, თავის მხრივ მამაკაცებსაც შეგვიძლია აღვნიშნოთ რამდენიმე თვისება, რომელიც ჩვენ ქალბატონებს ოთხხელა წინაპრებისგან გადმოყვათ. მაგალითად, საათობით ეძებონ თავიანთი მამრის ბალანში მწერები. პატარა ფეხსახსრიანების არარსებობის დროს ქალები ფერისმჭამელებით და მუწუკებით კმაყოფილდებიან.

ჩაცმისას, ქალი ჯერ პერანგს ჩაიცვამს, მერე შარვალს. კაცები, როგორც წესი, პირიქით იქცევიან.

ქალი ხელთათმანებს ქუჩაში გასვლამდე იცვამს.

მძიმე ტვირთის აღებისას, ქალი შეეცდება გვერდზე დაიჭიროს ის. კაცი კი ტვირთს თავის წინ ეზიდება.

ხურდა ფულის და მსხვილი კუპიურების ტარებას ქალები ერთსა და იმავე ადგილას ამჯობინებენ. ამიტომაც მათ იშვიათად უჩხარუნებთ ჯიბეები.

მუშტის დარტყმისას ქალი წინ წევს ცერა თითის.

როდესაც ქალები სხედან, მათ აქვთ ჩვევა ფეხი ქვეშ ამოიდონ და ფეხებს შორის მიიბჯინონ. კაცები თავის თავს ამის უფლებას არ აძლევენ.

და ბოლოს: სექსის შემდეგ ქალს ძილის მაგივრად საუბარი და პარტნიორის კოცნა უნდება.

მე რომ ვიყო ბიჭი


დღეს მეგობრებთან, კლასელებთან თუ უბრალო ნაცნობ ადამიანებთან
ყველას აქვს რაღაც პრობლემა
. ბიჭები ხშირად იქცევიან არაადეკვატურად
და გულს ტკენენ ადამიანებს. მათ უმეტეს შემთხვევაში არ იციან იმ
ყველაზე პუპულარულ კითხვაზე "რა სურთ ქალებს" პასუხი.. ეს
შეიძლება მამაკაცებზე უფროა ნათქვამი ვიდრე თინეიჯერებზე თუმცა
ვფიქრობ რომ ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია.. რატომ არ შეიძლება
ბიჭმა გაიაზროს ის რომ ასეთი თუ ისეთი ლაპარაკით ვიღაცას გულს ტკენ..
მოკლედ ვწერ იმას, რა მოხდებოდა მე რომ ვიყო ბიჭი, რას შევცვლიდი..
თუმცა დარწმუნებული არ ვარ ბიჭი რომ ვიყო მაინც და მაინც ასეთი
ვიქნებოდი მეთქი თუმცა რადგან გოგო ვარ და ამას სხვანაირადაც ვუყურებ
ამიტომ ვწერ იმას, რაც ხდება ჩემს ირგვლივ და რაც მე ძალიან არ მომწონს!


☐ ვისწავლიდი გოგოს სიყვარულს, პატივისცემას..
☐ კარებში გასვლის წინ გზას ყოველთვის გოგოს დავუთმობდი..
☐ არ ვითამაშებდი დღე და ღამე Cs-ს, Lineage-ს და მსგავს თამაშებს..
☐  არ ჩავთვლიდი რომ სკოლაში დაფასთან გასვლა და გაკვეთილის მოყოლა "გრეხია"
☐ ვიქნებოდი ძალიან თბილი გოგონების მიმართ
☐ არ მივაქცევდი რომელიმე გოგოს ნაკლს ყურადღებას
☐ როდესაც სკოლა დაიწყებოდა გადავკოცნიდი ყველა გოგოს და არა
მხოლოდ იმათ ვისთანაც ახლოს ვიქნებოდი (ამით სხვებს არ დავჩაგრავდი) ...
☐ არ მექნებოდა მწარე იუმორი, რომლის დროსაც უმეტეს შემთხვევაში ხალხს გულს ვატკენდი ..
☐ დამაინტერესებდა ფიზიკა, ასტროლოგია ან მხატვრობა ..
☐ არასდროს დავცინებდი საპირისპირო სქესს რაიმეს გამო ..
☐ ქუჩაში ხშირად არ გადავაფურთხებდი !
☐ არ ჩავთვლიდი რომ თუ ვინმე უფროსს შევეპასუხე უხეშად და ერთმა სულელმა
გოგომ ამაზე გაიცინა ესეიგი კარგი უფროსწორად კაი ბიჭი ვიქნებოდი
☐ გოგონებთან არასდროს გამოვიყენებდი უცენზურო სიტყვებს ..
☐ არ ჩავიცმევდი ბათინკებს ან ტიმბელენდებს (თუ რაც ქვია!)
☐  თმებს არ გავიზრდიდი იმის გამო რომ ყოველ წამს თავის ქნევა გოგოებს (ვითომ)
მოწონთ.
☐ვეცდებოდი ხშირად მევლო ეკლესიაში, არა იმიტომ რომ იქნებოდა მოდაში,
 არც იმიტომ რომ იქ "სასტავი" დამხვდებოდა, არამედ იმიტომ რომ მე ის
დამჭირდებოდა !
☐როდესაც რომელიმე გოგოს გამო ჩხუბი მომიწევდა, ვეცდებოდი ეს იმ გოგოს არ გაეგო ..
☑ საბედნიეროდ მე ბიჭი არ ვარ :)

Monday, July 4, 2011

რეაქციის ტრენაჟორი ანუ ხარ თუ არა გენიოსი ?!

ეაქციის ტრენაჟორი - ეს არის ერთგვარი, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ
 სინამდვილეში რთული თამაში. ამით მოწმდება თქვენი რეაგირება ამა თუ იმ საგანზე.




მაინც რაში მდგომარეობს თამაშის არსი?

თქვენ მაუსის მარცხენა კნოპკით წითელ ოთხკუთხა ობიექტს უნდა 
დააკლიკოთ და კნოპკიდან ხელის აუღებლად უნდა მართოთ ის ისე 
რომ არც ლურჯ ფიგურებს და არც შავ კედლებს შეეჯახოთ!

თუ თქვენ გაძლებთ 18 წამი - თქვენ გენიოსი ხარ !
                       
ამბობენ, რომ ამერიკელ სამხედრო პილოტებს შეუძლიათ 2 წუთზე მეტხანს
გაძლება.დამერწმუნეთ ისეთი თამაშია ერთხელ თუ შეხვალ მთელი დღე იქიდან
გამოსვლა გაგიჭირდებათ ჩაგითრევთ. მე ჯერ-ჯერობით 8.9 წამი გავძელი :) ახლა კი
თქვენ ცადეთ, წამების რაოდენობა დაწერეთ კომენტარებში და გაარკვიეთ ხართ თუ არა გენიოსი :)

თამაშზე გადასასვლელად დააკლიკეთ  ლინკს

გემოვნებიანი მუსიკა

მაშინ 7-8 წლის ვიყავი.. არ ვუსმენდი დღევანდელი ბავშვებივით
დისნეის მომღერლებს, მაგრამ სამაგიეროდ ვუსმენდი უარესს ან ოდნავ
უკეთესს პოპს, ჰიპ-ჰოპს და ხანდახან რეპს. მომწონდა ლილ ვეინი, ქრის
ბრაუნი, ჯეი-ზი და ასე შემდეგ. ვუსმენდი პირველ რიგში არა იმიტომ
რომ მათგან სიამოვნებას ვღებულობდი, არამედ იმიტომ რომ ეს სიმღერები
მოდაში იყო და მოგეხსენებათ ეს სულ ასე ხდება და ხდებოდა. როცა ხალხის
უმეტესობას რაღაც მოწონს მაშინვე იტაცებენ დანარჩენებიც
. ჩემს კლასში კი
არავინ იყო ისეთი ვინც ამათ გარდა სხვებს მოუსმენდა, მხოლოდ რამდენიმე
უსმენდა როკს და მე ის არ მომწონდა. ასე რომ მეც ხომ უნდა ავყოლილიყავი
ბავშვებს და მეც ვუსმენდი ამ უგემოვნო, უშინაარსო, ურითმო მუსიკას.

რა მოხდა შემდეგ? საბედნიეროდ მე შევიცვალე.. (ჩემი აზრით უკეთესობისკენ).
14 წლის ასაკში გარკვეულ წილად გემოვნებაც შემეცვალა და ვფიქრობ
უფრო მყარად ჩამომიყალიბდა ჩემი დამოკიდებულებები, მისწრაფებები,
მიზნები. რა თქმა უნდა ეს ცვლილებები შეეხებოდა მუსიკასაც. მამაჩემი
მძიმე როკს უსმენს და აქედან გამომდინარე როცა სახლშია და კომპიუტერთან
ჩართავს მუსიკას მეც მინდა თუ არა "მესმენინება" ხოლმე. ასე მოხდა მაშინაც.
მამა ხშირად, ძალიან ხშირად მასმენინებდა ძველ სიმღერებს.. ის ხომ ჯაზსაც
და ბლუზსაც უსმენდა.. მეც მივხვდი რომ ეს მუსიკა უფრო სასიამოვნო იყო
ვიდრე გაუთავებელი, გაბმული ლაპარაკი ყოველგვარი მელოდიის გარეშე.

შემდეგ მოხდა ის რითაც მე დღეს ასე ვამაყობ.. მე აღარ ვუსმენდი არანაირ
ჰიპ-ჰოპს და არანაირ რეპს. სამაგიეროდ ვუსმენ ჩემი აზრით ყველაზე გემოვნებიან,
საუკეთესო მუსიკას.. მომწონს მომღერლები რომლებიც ლეგენდებად დარჩნენ..
მიხარია რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ რეი ჩარლზის, სტივი უანდერის,
ბარი უაითის, ქრის რის, ერიკ კლეპტონის, ჯო კოკერის მოსმენისას !! ♥

გემოვნებიანი მუსიკა ალბათ სწორედ ეს არის.. როდესაც მას უსმენ ის
შენში რაღაც განცდებს უნდა აღძრავდეს.. გაფიქრებდეს, გსიამოვნებდეს..

ვიღაცამ მკითხა კი მაგრამ რა მოგწონს ამ მუსიკაში როცა მისი ტექსტიც კი
არ გესმისო.. მე ვუპასუხე უმეტეს შემთხვევაში ტექსტი მესმის მაგრამ
უმთავრესი ჩემთვის მელოდიაა.. 
მე სიმღერით სიამოვნების მიღება მინდა
და არა რაღაც ცხოვრებისეული აზრის გაგება..


რა ხდება დღეს ? არ მესმის 12-13 წლის ბავშვები ან უფრო პატარებიც
როგორ ხდებიან ისეთი ადამიანების ფანები, როგორებიც დისნეის
მომღერლები არიან. კი, მართალია რაც "გისწორდება" იმას მოუსმენ
მაგრამ რაღაც ხომ უნდა დაინახო მუსიკაში ისეთი რაც მოგეწონება და
გესიამოვნება ? რატომ უნდა იყოს მათთვის სასიამოვნო მოსასმენი
Baby Baby ooH.. და რატომ არ უნდა მოწონდეთ მაგალითად
Dancing Queen.. :)) იქნებ დაფიქრდნენ ახალგაზრდები.. იფიქრონ
ხარისხიან და კარგ მუსიკაზე რომლებიც ძირითადად მხოლოდ ადრე
იქმნებოდა.. სასწაული არ არის შექმნა მუსიკა და 40 წლის შემდეგაც
მასზე ლაპარაკობდნენ.. მას უსმენდნენ.. თქვენს თავს დაუსვით შეკითხვა
ვინ მოუსმენს წლების მერე ჯასტინ ბიბერს, მაილი საირუსს ან ასე შემდეგ.. ?!
პირიქით, როდესაც რომელიმე მომღერლის ახალი სიმღერა გამოვა და ორ
კვირაში რომელიმე ბავშვი მას კიდევ მოუსმენს ეუბნებიან რაღა დროს ეგ
არისო.. რა გოიმობა არისო..
 ანუ ის მუსიკა უხარისხოა და უგემოვნო.
ყოველშემთხვევაში ეს თინეიჯერებს პრობლემაა ჩემი აზრით.. მე მათი
არ მესმის რატომ ხდებიან ასეთი მომღერლების ფანები.. აუცილებელი
არ არის გემოვნებიანი მუსიკისთვის მაინც და მაინც ჯაზი მოგწონდეს !
მაგრამ ხომ უნდა შეგეძლოს რაღაც ისეთის არჩევა რომელიც ყურს ესიამოვნება
და რაღაცაზე დაგაფიქრებს, განცდებს აღგიძრავს ...

რას ვაკეთებ ახლა ?.. ახლა ვფიქრობ შეიცვლის თუ არა რომელიმე თინეიჯერი
აზრს ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ.. კიდევ ვფიქრობ ეყოლებათ თუ არა მათ
ისეთი "მრჩეველი" როგორიც მე მყავდა.. მიხვდებიან თუ არა ისინი მუსიკის აზრს..
კიდევ... რას ვაკეთებ და ვუსმენ ქრის რის სიმღერას სახელად "HEAVEN" და ვმშვიდდები 
არ ვიცი თქვენც ასე ხართ თუ არა მაგრამ მე ხშირად მიჩნდება კითხვები რა? საიდან?
როგორ?..ქუჩაში სიარულის დროს მიყვარს ადამიანების სახეზე, ქცევებზე,
მიმიკაზე ან საუბარზე დაკვირვება. პირველი შთაბეჭდილების შემდეგ კი 
სულ ჩემებურ დასკვნებს ვაკეთებ ხოლმე.. აღმოჩნდა რომ ასეთ დროს უმეტეს შემთხვევაში არ ვცდები. რამ დამარწმუნა ამაში ? მე შევავსე ფსიქოლოგიური ტესტი
სახელად "შეგიძლია ადამიანაის შეცნობა?" და აი პასუხიც:

"აშკარად შეგიძლიათ სწორად შეაფასოთ სიტუაცია და ადამიანები. ნამდვილად გაქვთ ყნოსვა, რომელიც გეხმარებათ ადამიანის შინაგანი ბუნების ამოცნობაში. უფრო მეტიც, თქვენგან მშვენიერი ფსიქოლოგიც დადგებოდა. თქვენ არასოდეს იღებთ სხვათა აზრს, ვიდრე თვითონვე არ გადააამოწებთ და მის ჭეშმარიტებაში არ დარწმუნდებით. ეს ძალიან კარგი თვისებაა ისეთი პროფესიის ადამიანებისათვის, როგორიცაა პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ა.შ. სხვათა შორის, თქვენ ერთი საუკეთესო თვისებაც გახასიათებთ:როდესაც ხვდებით, რომ შეცდით, გულახდილად აღიარებთ შეცდომას."

რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ფსიქოლოგიასთან ის საკმაოდ პოზიტიურია.
მეც უზომოდ მაინტერესებს ადამიანების ქცევები
 და ასე შემდეგ. მიფიქრია კიდეც
ფსიქოლოგობა ხომ არ არის ჩემი მომავალი პროფესია მეთქი.. თუმცა ჯერ კიდევ
ვერ მივსულვარ მყარ გადაწყვეტილებამდე. თვითონ ფსიქოლოგია კი უდავოდ
საინტერესოა ამაზე ალბათ არავინ დაობს. ჩემი ინტერესი მის მიმართ დაიწყო
მაშინ როდესაც დედას მოუწია იქ მისვლა (სხვას ახლდა..). შთაბეჭდილებების
ქვეშ მყოფმა კი იქ ნათქვამი მოსაზრებები მე მომიყვა. საოცრად საინტერესო იყო.
ამას დაემატა ისიც, რომ ხშირად ვუყურებ ახალ არხზე არსებულ გადაცემას,
რომელიც ბავშვებთან ურთიერთობას ეხება (ამას კი ფსიქოლოგები აგვარებენ)
მოკლედ თქვენც გირჩევთ უყუროთ, თუ არ ვცდები კვირას გადის დილით.

მოკლედ დიდი იმედი მაქვს ფსიქოლოგიით თქვენც დაინტერესდებით.
ვთვლი რომ ეს მართლაც ბევრის მომცემი და უზადოდ სასარგებლოა...

კიდევ ერთი, რასაც არ შემიძლია რომ არ შევეხო. რატომ თვლიან ადამიანები
რომ ფსიქოლოგთან მისვლა იმას ნიშნავს რომ აუცილებლად გიჟი ხარ ან
რაღაც გჭირს. დამიჯერეთ ეს სულაც არ არის ასე. უბრალოდ თქვენ ერთ
ლექციას მაინც რომ დაესწროთ ამას მიხვდებით. ჩემი აზრით ცხოვრებაში
აუცილებელია რამდენჯერმე მაინც გაესაუბრო ფსიქოლოგს. და ამისთვის
კი სულაც არ არის საჭირო იყო გიჟი, როგორც ხალხის უმეტესობა თვლის.


მაშ ასე..  ჰ.აიზენკის ტესტები

I - ხასიათი, ემოციური მდგრადობა, პიროვნების ტიპი.
http://education.ge/index.php?call=test/view&id=163

II ოქტანტა (16 კითხვა): დამოუკიდებლობა - დომინირება.
http://education.ge/index.php?call=test/view&id=169

III ოქტანტა (16 კითხვა): პირუთვნელობა - აგრესიულობა.
http://education.ge/index.php?call=test/view&id=170

IV ოქტანტა (16 კითხვა): უნდობლობა - სკეპტიციზმი.
http://education.ge/index.php?call=test/view&id=171

V ოქტანტა (16 კითხვა): მორჩილება - მორიდებულობა.
http://education.ge/index.php?call=test/view&id=172

VI ოქტანტა (16 კითხვა): დამოკიდებულება - მორჩილება.
http://education.ge/index.php?call=test/view&id=173

VII ოქტანტა (16 კითხვა): თანამშრომლობა - შემთანხმებლობა.
http://education.ge/index.php?call=test/view&id=174

VIII ოქტანტა (16 კითხვა): პასუხისმგებლობა - დიდსულოვნება.
http://education.ge/index.php?call=test/view&id=175

ეს კი სხვადასხვა ფსიქოლოგების მიერ შედგენილი ტესტები

შემეცნებითი ტესტი - ”როგორია და რა ფერისაა თქვენი აზროვნება”
http://education.ge/index.php?call=test/view&id=265

ასინგერის ტესტი - ურთიერთობაში აგრესიულობის შეფასება
http://education.ge/index.php?call=test/view&id=252

შეგიძლიათ ადამიანის შეცნობა?
http://education.ge/index.php?call=test/view&id=185

დემონსტრატიულობის გამოვლენის (ისტეროიდის) ტესტი.
http://education.ge/index.php?call=test/view&id=186
ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველდღე ბედნიერი არავინ არის, თუმცა ისიც
მართალია რომ ყოველდღე რაღაც სასიამოვნო მაინც ხდება ჩვენს ცხოვრებაში.
თუნდაც ძალიან პატარა რამ, რომელიც ასე გვახარებს ან უბრალოდ გვსიამოვნებს.
ეს ხანმოკლე სიამოვნებები მე ძალიან ასე ვთქვათ ბევრი მაქვს, რაც საერთო
ჯამში ხანდახან ბედნიერსაც მხდის.. ახლა კი ჩამოვწერ.. მსიამოვნებს როცა:
○ დილით დიდხანს და გემრიელად მძინავს
○ ადგომის დროს ჩემთვის სასიამოვნო ამინდია გარეთ
○ ჩემდა უნებურად კარგ ხასიათზე ვიღვიძებ
○ გაზაფხულის სუნი ტრიალებს ირგვლივ
○ კარგი, თბილი ამინდის შემდეგ უეცრად წვიმდება
○ წვიმის გადაღების შემდეგ მიწას რაღაცნაირი სუნი აქვს
○ სახლში შემოვდივარ და შემწვარი კარტოფილის სუნი მხვდება
○ ან სოფელში ყოფნის დროს ახალგამომცხვარი პურის სუნი..
○ მეხუტებიან და სითბოს მაგრძნობინებენ
○ გარეთ წვიმს და მე წიგნს ვკითხულობ
○ დიდი ხნის უნახავ ადამიანს ვნახულობ
○ საყვარელი ადამიანი ონლაინში შემოდის :)
○ ჩემი დანახვისას ყველა მიღიმის
○ საჩუქარს მჩუქნიან..
○ მშობლებს ვეხუ ტები
○ სკოლაში პირველ გაკვეთილზე გემრიელად ვიძინებ
○ მეშვიდე გაკვეთილი მთავრდება
○ ჩემს საყვარელ მუსიკას ვუსმენ
○ მუსიკის მოსმენისას მეძინება..
○ ვხატავ
○ შემიძლია ვიღაც ვანუგეშო, დავამშვიდო
○ ვიღაცას რაღაცას ვჩუქნი.. ან უბრალოდ ვახარებ
○ ახალ ტანსაცმელებს ვყიდულობ
○ საქანელაზე ვქანაობ
○ ჰამაკში ვწევარ
○ ზღვაში ვაარ..
○ სურათის გადაღების ბოლოს და ნახვის შემდეგ მომეწონება ჩემი თავი
○ 45 წუთიანი გაწელილი გაკვეთილების შემდეგ ზარი ირეკება
○ ბავშვები ყველაზე ხშირად მე მწუწავენ ხოლმე
○ მაკდონალდსში ვარ დაქალებთან ერთად
○ გაკვეთილი არ ვიცი და გამოვძვრები ხოლმე
○ საკონტროლოში მოულოდნელ (კარგ) ნიშანს ვიღებ
○ გამოცდაზე შემიძლია დაქალს ვუკარნახო
○ ჩემს ირგვლივ ყველა ბედნიერია..

P.S. სანამ ასეთი პატარ-პატარა სასიამოვნო რაღაც-რუღაცეები
იარსებებს ყოველთვის ბედნიერი და ნასიამოვნები ვიქნები...










Friday, July 1, 2011

ქალი პერსონაჟები

მე ძალიან ბევრი კინო და სერიალი მაქ ნაყურები ^^ და როგორ არ შეიძლება მყავდეს საყვარელი ქალი პერსონაჟები? მოდი გავეცნოთ მათ:
                                                   1 ჰარი პოტერი- ლუნა
2. ვმაპირის დღიურები -კეტრინი


3. ჭორიკანა-ბლერი
4პატარა საყვარელი მატყუარები-ელისონი და არია
ჯერჯერობით ეს 4 :p