Tuesday, July 5, 2011

ჩემი სამოთხე–ზაფხულიიიი... ☮ ♔

       სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ მხოლოდ ახლა, დღეს გავაცნობიერე, რომ ზაფხულია.
      ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს–რეალობაა. თქვენ არ ვიცი, მაგრამ მე კი უამრავი კითხვა გამიჩნდა ჩემს აზროვნებასთან დაავშირებით.
      შეიძლება ზაფხული იმიტომ ვერ შევამჩნიე, რომ... ბათუმში ივნისს ზაფხული არ ერქვა. არა ვამბობ რომ ჭიამაიებს მოვკლავ...
      ბათუმელების უიღბლობის ამბავს თავი დავანებოთ და ჩემი და ზაფხულის საქმეებს შევუდგეთ.
     არ ვიცი რატომ, მაგრამ ჯერ–ჯერობით ჩემი ყოველი დღე ერთფეროვანია.

1) გაღვიძება.
2)საუზმე.
4)კომპიუტერი.
5)სადილი.
6)კითხვა.
7)ვახშამი.
8)კომპიუტერი.
9)ძილი.

ეს არის ჩემი დღის განრიგი. არ ვიცი სახლიდან რამდენი ხანია არ გავსულვარ. ალბათ უამონდობის ბრალია. ვინ იქნება კარ ხასიათზე როდესაც, ბათუმში, შუა ზაფხულში წვიმს... :(   საშინელებაა.. მაგრამ დღეს გამოიდარა, როგორც იქნა ღრუბლებმა მოიშუშეს იარები ტირილით. მზემ გაიმარჯვა!!!
      იმედი მაქვს მალე ზღვაზეც ვივლი. როგორ მიმართლებს თბილისლებთან შედარებით...სანაპიროზე ვცხოვრობ, პირდაპირ ზღვას ვუყურებ. ხომ საოცრებაა? ბათუმი ასეთი ქალაქია მეგობრებო!!
      მოკლედ, ზაფხულთან დაკავშირებით დიდი იმედები მაქვს! მინდა ყოველ დილით ზღვაზე ვიარო. შემდეგ მეგობრებს შევხვდე გავისეირნო და ცოტა ხნით სკოლა და ბავშვობა დავივიწყო.
      ხო, მართლა, სკოლის დამთვარებაზე ორ სიტყვას ვიტყვი, ზუსტად ორს–ბედნიერი ვარ!!!
      ზაფხულში მეტი მნიშვნელოვანი გეგმები არ მაქვს! ცოტა ხნით ჩემს "ქალაქ–სოფელში", მიხინჯაურში დავისვენებ. დიდი ეზო, სიგრილე, ულამაზესი ზღვის ხედი, დიდი სახლი,  მოკლედ ძაან მაგარი რაღაც. ერთადერთი, რასაც შეიძლება ითქვა ველოდები, ის არის რომ, უნდა გავიგო როგორია ქვიშიანი სანაპირო... და ურეკში მივდივარ. ჯერ ეს ვარაუდია, მაგრამ იმედია რეალობად იქცევა.
     მიუხედავად იმისა რომ, მე თვითონ ვერ მომიწესრიგები ჩემი განრიგი, შემიძლია გირჩიოთ რითი გაერთოთ ზაფხულში.

1) რაც მთავარია ზღვაზე უნდა წახვიდეთ (თუ ზღვისპირა ქალაქში არ ცხოვრობთ, რათქმაუნდა)
2) უნდა იკითხოთ წიგნები. (გირჩევთ–"გრაფ მონტე კრისტო", "დევიდ კოპერფილდი", "მაწანწალა რასმუსი" და სხვა.)
3)უყურეთ ფილმებს. (არავითარ შემთხვევაში ტრილერებს და სევდიანებს, გაერთეთ და უყურეთ რომანტიულ კომედიებს)




 


  4)იძინეთ
  5)არ დაივიწყოთ მეგობრები. 
  6)ინტერნეტიც არ დაივიწყოთ, თუმცა ზაფხულის გრილ საღამოს, კომპიუტერს არაფრის დიდებით არ გირჩევთ.   

იმდეი მაქვს (თითქმის დარწმუნებული ვარ) რომ, ეს ზაფხულის ისეთივე
საინტერესო თავგადასავლებითა და ისტორიებით იქნება გახალისებული 
 როგორც წინა, და იმის წინაც.

   თუ თქვენი არდადეგები ჩემსავით უიღბლოდ დაიწყო, ნუ იდარდებთ. რა იცი ზაფხული რა ისტორიას გიმზადებს? მოთმინებით დაელოდე იმ წამებს რომლებსაც ამ ზაფხულში განიცდი... დამიჯერე ზაფხული განაწყენებულს არავის ტოვებს.!!


და მე მაინც ასეთ ზაფხულს ვისურვებდი ...



















       გისურვებთ ძალიან, ძალიან მაგარ ზაფხულს!! დაისვენეთ . თავისუფლება ხომ ჯერ კიდევ თქვენს ხელშია?!   ♔♔

No comments:

Post a Comment