Monday, June 13, 2011
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი
გაზაფხული, ზაფხული , შემოდგომა , ზამთარი.
გაზაფხული
ჩვეულებრივ გაზაფხულს უწოდებენ მარტის, აპრილისა და მაისის თვეებს. თბილ ქვეყნებში გაფრენილი ფრინველები ბრუნდებიან, ბუდეებს იკეთებენ, დღე დიდდება. დათბება. ხეებზე კვირტები ისკვნება. მიწიდან ბალახი ამოდის. იწყება მცენარეთა ზრდის განახლება.
ზაფხული
ზაფხული ყველასათვის საყვარელი სეზონია . ზაფხულს უწოდებენ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებს, ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება. მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ.
შემოდგომა
ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდგომას უწოდებენ სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებს. დღე საგრძნობლად მოკლდება, იწყება გრილი ამინდები და ფოთოლცვენა. შემოდის მრავალგვარდი ხილი. ბუჩქები დახუნძლულია კენკრით. იწყება რთველი, მოსავლის აღების დრო, შემდეგ ყანებს საშემოდგომოთ გადახნავენ. ბევრი ცხოველიც და ადამიანიც ზამთრისთვის საკვებს იმარაგებს. ფრინველების უმრავლესობა თბილ ქვეყნებში მიფრინავს.
ზამთარი.
ზამთარს უწოდებენ დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებს. ზამთარი წელიწადის ყველაზე ცივი დროა. დღეები მაქსიმალურად მოკლდება, თუმცა 22 დეკემბრიდან უკვე ნელ-ნელა ზრდას დაიწყებს. ადრე ბნელდება. ბევრ ქვეყანაში თოვლი მოდის და ყინვებს იჭერს. მცენარეების ზრდა წყდება. ფოთლოვანი ხეები შიშვლდება. ზამთრის სუსხს მხოლოდ წიწვიანი ხეები უძლებს. ზოგ ცხოველს ხშირი ბეწვი ან მატყლი ეზრდება, რომ არ შესცივდეს, ზოგს კი მთელი ზამთარი სძინავს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment