Tuesday, July 5, 2011

მარტოობა–შვება თუ სიკვდილი?

     სხავათაშორის 1 თვის წინ დავწერე ვრცელი მოთხრობა მარტოობასთან დაკავშირებით. წერის მომენტში მარტო არ ვიყავი და არ შემიგრძვნია რა არის მარტოობა.ამან მოთხრობა დააკნინა, თუმცა მე ისედაც არ მომწონს :)

     მარტოობა არსებობს ბევრი სახის: მორალური, სულიერი გულის, სოციალური და სხვა.
ალბათ ყველაზე რთული სულიერი მარტოობაა. მაგრამ ზოგჯერ ეულობა ყველაზე კარგი საშუალებაა...

     რაც თავი მახსოვს მარტო ვარ. მშობლები მუშაობენ. და მხოლოდ 11 წლის ასაკში შემეძინა.ადრე დიდ სახლში ვცხოვრობდი. ახლაც მარტო ვარ, ბებიასთან. ბიძაჩემი, ბებიაც და ბვაბუაც მუშაობენ. დილის 9–დან საღამოს 6–მდე, ძირითადად მარტო ვარ.ამ ყველაფერმა მარტოობის შიში არ (ან ვერ) ჩამინერგა.


     მარტოობა არის ის რაც მე პირადად მჭირდება, და ალბათ ყველას რაღაც მომენტში მარტოობა ჰაერივით სჭირდება. როდესაც მარტო ხარ ყველაფერი შენს ხელშია, მეფე ხარ. რასაც გინდა იმას აკეთებ, არავინ არაფერს გიშლის. მთავარია მშობლების მოსვლამდე სახლი დაალაგო, რამე რომ არ შეატყონ.
      ალბათ მე ბავშვური მარტო ყოფნა მიყვარს, რასაც მომინდება ყველაფერს რომ ვაკეთებ.  ალბათ ეული მაშინ ხარ როდესაც სხვებს არ ესმით შენი. 


      მთავარია სულ მარტო არ იყო, და მეგობრები, ნათესავები და ოჯახი არ დაივიწყო. მხოლოდ მე მომხრე ვარ იმის რომ მარტოობა აუცილებელზე აუცილებელია. 

     არსებობს ბევრი მოსაზრება მარტოობაზე, ზოგი ფიქრობს რომ მარტოობა ყველაზე კარგი საშუალებაა თავის გასაცნობად.
მოგიყვანთ რამდენიმე ცნობილი ადამიანის მოსაზრებას მარტოობაზე.

     1) მარტოობაში ადამიანი ხშირად გრძნობს თავს ნაკლებად მარტოსულს.
დ. ბაირონი 


     2)მარტოობა - არაჩვეულებრივია, მაგრამ ხომ საჭიროა, ვინმემ გითხრათ, რომ მარტოობა - არაჩვეულებრივია.
ო. ბალზაკი


     3)ცხოვრებაში ორჯერ ადამიანი უნდა იყოს მარტოსული: ახალგაზრდობაში - რომ ისწავლოს და გამოიმუშავოს ფიქრები ხელმძღვანელობისთვის. და სიბერეში - რომ განვლილი აწონ-დაწონოს.
ი. ციმერმან


     4)მარტოობაში ადამიანი ხშირად გრძნობს თავს ნაკლებად მარტოსულს.
დ. ბაირონი



    არსებობს დასკვნები, გამოკვლევები მარტოობაზე. გამოკვლევის შედეგები მოულოდნელია, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ სოციალური მარტოობა ნაადრევი სიკვდილის რისკფაქტორად უნდა იქნეს მიჩნეული. მათი თქმით, ადამიანი, რომელიც სხვებზე ზრუნავს, გრძნობს გარკვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ თავსაც მეტ ყურადღებას აქცევენ.

     თუ მარტოობას ვერაფრით გაექეცით, არადა ხალხთან გინდა ყოფნა, მაშინ...
  
      1)სოციალურ ქსელს მიმართე. მაგრამ არ დაგავიწყდეს კომპიუტერი დიდ შვებას ვერ მოგგვრით! 
     2)იყიდეთ დღიური, და წერეთ თქვენი განცდები. დამიჯერეთ დღიური მალე თქვენს ნამდვილ მეგობრად გადაიქცევა. :))

     მოკლედ კარგია თუ არა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მთელი ინტერნეტ–სამყაროს გადაქექვაა საჭირო. მაგრამ სხვის მოსაზრებებს არ დავეყრდნოთ და პასუხი ჩვენს თავშივე ვეძებოთ–რა არის საუკეთესო ჩვენთვის?–მარტოობა დისკომფორტია თუ კომფორტი?

1 comment: