Tuesday, July 5, 2011

ისჯება.!!

მეგობარი, ანუ იგივე "მე"... სიყალბე კანონით ისჯება.!!

     ამბობენ –"მეგობრობიდან იწყება და ქორწინებით მთავრდებაო".–ეს ზოგადად ადამიანურ ურთიერთობებზე.

     დღეს ვისაუბრებ უშუალოდ სიყალბეზე.

     სიყალბე ურთიერთობაში აუცილებელია.მთავარია ზედმეტად არ შეტოპო.
სიყალბეა–გაპრაჭვა, სულ წიგნით სიარული, გამარჯობის ნაცვლად მთელი სანათესაოს მოკითხვა :)),ვაკანსიაზე მისულმა ძალიან ბიზნეს ლედივით ჩაცმა.
     ზოჯერ ყოველივე ეს მეტ დამაჯერებლობას ქმნის, მაგრამ ოდნავ უნდობლობა "მეორე ადამიანის" მხრიდან და სიყალბის გამო დაისჯები!
       ჩემთვის, და იმედი მაქვს არამაეტო ჩემთვის ორადორი სახის ურთიერთობაში სიყალბე არ ვარგა: სიყვარულში და მეგობრობაში.
რადგან სიყვარულისა არაფერი გამეგება მეგობრობაზე ვისაუბრებ.
       მე პირადად, მეგობარს შეხედულებების იდენტურობით ვირჩევ. "იდენტური" შეიძლება ვერ იპოვო, მაგრამ საჭიროა მცირეოდენი მსგავსება მაინც. ჩემთვის მეგობარი ბევრს ნიშნავს.
     
    ზუსტად არავინ იცის,როდის იბადება მეგობრობა. როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს, აქაც, სათნოებათა წყებაში, ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდება ერთი, რომელიც გულებს პირთამდე გვივსებს. (ჯეიმს ბოსუელი)

      თუ მეგობარი გაგრძნობინებს, რომ აღარ უნდა შენთან მეგობრობა რადგან ნაწყენია, მაშინ ყველაფერი დამთავრებულია, თუ მის დაბრუნებას შეეცდები კიდევ უფრო ატკენ გულს.


აღმოაჩინე შენი მეგობარი

     შენ გყავს ბევრი მეგობარი. შეიძლება ყველა ერთნაირი. დგება დღე როდესაც დიდ წვეულებაზე ყველაზე უბრალოდ ჩაცმულ, ულამაზო, გაცრეცილი ფეხსაცმელებიან გოგოს ყველასგან გამოყოფ. ის განსხვავებულია. უბრალო მაგრამ მნიშვნელოვანი, ღარიბი, მაგრამ მდიდარი, ულამაზო, მაგრამ ულამაზესი. ნელ–ნელა მას უახლოვდები, სახლში პატიჟებ, შენს მერხზე დაჯდომას სთავაზობ, და ატყობ რომ ისიც ძალიან გიახლოვდება.... 

 დიდი მადლობა!!

     დიდ წვეულებაზე ხარ. უცებ თვალი ძალიან მაგარ ბიჭს მოჰკარი. ატყობ რომ ისიც ინტერესით გიცქერს. უცებ შენი მეგობარი მოვარდა და ყურში ჩაგჩურჩულა: "მიდი, მეგობარო, შენ ყველაზე ლამაზი ხარ ამ წვეულებაზე". შენც დადებითი ემოციებით დამუხტული უახლოვდები ბიჭს. ისიც გიახლოვდება. უცებ ტელეფონი ურეკავს: "ტუნუნუნუტუნუნუნუტუნუნუნუნუ" თავს ხრი. ბიჭი ტელეფონს თიშავს და ხელის გულზე მის ნომერს გიწერს.
     მეორე დღეს იღვიძებ და ემზადები ნომერზე დასარეკად. უცებ დედა გიკაკუნებს და გეუბნება: "დღეს არსად წახვიდე, დეიდას უნდა ვესტუმროთ." –"აუუ დეეეე" ჩურჩულებ შენთვის. ზარი გაისმა. დედამ კარები გააღო. შემოვიდა შენი მეგობარი და დედაშენს ეუბნება–"გამარჯობა "––––––" დეიდა, როგორ ხართ?, იცით ხვალ ჩემინ ნახატების გამოფენაა და ჩემს დაქალი მომზადებაში უნდა დავიხმარო" დედა–"ააა, კარგი გენაცვალე. ჭკვიანაად"
მადლობაააა.....

მე ყოველთვის შენთან ვარ.

     ზაფხულია. დასასვენებლად ხარ. არ იცი რა ქნა, იმიტომ რომ სასეირნოდ ოჯახთან ერთად რომ წახვიდე შენი ძმა გაგაწამებს. საფულეს ხსნი და მხიარულად შეჰყურებ სურათს. მასზე ხომ შენ და შენი საუკეთესო მეგობარი ხართ. ნოუთბუქის დესკტოპზეც მისი სურათი გაქვს დაყენებული. შედიხარ ფეისბუკზე და წერ შენს დაქალს...


                                                                                                                                                                   
      ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ.
(ლევ ტოლსტოი)

***
 
     მეგობრები ახალგამომცხვარი ნამცხვრის თეფშით ქუჩაზე გადმორბიან. მეგობრებს საამებლად საკუთარი კატის კნუტები მოჰყავთ. მეგობრები შენთვის ნათქვამ მწარე სიტყვას თავს უშვერენ. მეგობრები ვაშლით სავსე კალათას ზღურბლთან ტოვებენ. მეგობრები თოვს შენი კარის წინაც წმენდენ. მეგობრებს არად უღირთ გამარჯვება, თუ შენ მარცხდები. მეგობრები შენს კატას უვლიან. მეგობრებს ვერასდროს ვერავინ შეცვლის. (ჯუდით ს. გრანტი)

***
ნამდვილი მეგობრობა იქაა, სადაც ორ ადამიანს ჩამოვარდნილი დუმილი სიმყუდროვეს ქმნის. (დეიბ ტაისონ ჯენთრი)

*** 
მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, როგორც ზოგს ჰგონია, არამედ – მელოდიას. (ჰენრი დევიდ ტორო)

*** 
იმდენად მეგობრები არ გვშველიან, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი გვიშველიან. (ეპიკურე)

*** 
     შენთან მოსვლისას სევდა ყოველთვის შენი კარის ზღურბლთან დამიტოვებია, წასვლისას კი არასოდეს გამომყოლია. (თეოდოსია გარისონი)

*** 
როცა გრიპი გაქვს, ნამდვილი მეგობარი ფორთოხლებით სავსე ჩანთით მოდის, ის წიგნი მოაქვს, რომლის წაკითხვაც გინდოდა, და ყვავილების თაიგული. ყვავილებს ლარნაკში

***
დებს, ჩაის გიმზადებს, თეფშებს გირეცხავს – და მიდის. (პემ ბრაუნი)

*** 
თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა ,,ხვალ” უადგილოა (ჯორჯ ჰერბერტი)

*** 
ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის, როცა დანარჩენი სამყარო გადის ( უოლტერ უინჩელი)


*** 
როცა ადამიანებს შინაგანი სინათლე აქვთ, ანათებენ კიდეც. მერე, სიბნელეში გზის გაკვლევისას, ერთმანეთს ამით ამოვიცნობთ, ისე, რომ სახეების ნაკვთებით ამოცნობა და გულებში ჩახედვა არ დაგვჭირდება. (ალბერტ შვაიცერი)


ასე რომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს მეგობრებს, და არ ვატკინოთ მათ გული.  ❀❀❀

1 comment: