Tuesday, July 5, 2011
ჩვენი ბავშვობა ♥
♡ ♡ ♡
რეზინობანას თამაშის დროს:
- ფეხი დაგედგა, ეხლა ჩემი ჯერია
- არაა, მართლა გეუბნები არ დამიდგამს
- როგორ არა, დავინახე!
- არა, თუ გინდა "სამართალმა პური ჭამოს"
♡ ♡ ♡
დამალობანას თამაშის დროს:
- მიწას ხელი, ცას ხელიი... მე ვითვლი!
- კარგი
- ბებია ყიდის კე-ვებს, ნაირ ნაირ ფე-რებს, რომელი ფერიც
გინდა შენ ა-მო-ირ-ჩი-ე..
♡ ♡ ♡
ტალახში თამაშის დროს:
- პასკა პასკა გამოცხვიი, თუ არ გამოცხვები დედას მო-გიკ-ლავ
- აი ნახე, ჩემი რა ლამაზი გამოვიდა.. ♥
♡ ♡ ♡
ვისაც უნდა თამაში, ხელი ჩაყოს ამაში,
სამ საათზე იკეტება ჩვენი ავტო გა-რა-ჟი
♡ ♡ ♡
ვიხილები და მოვდივარ! ვინც არ არის დამალული - ჩემი ბრალი არ არი.
ვინც ჩემს უკანაა და ვინც ჩემს გვერდითაა დას-ტუ-კე-ბუ-ლი-ა !
♡ ♡ ♡
- დებილოო !
- დებილი თავი გაბია
♡ ♡ ♡
სპილო მიდის ბაქოში, კიტრი მოხვდა ტაკოში
ბაყაყები იძახიან ვოტ ტაკოი ხა-რო-ში !
♡ ♡ ♡
მოდი კრასკობანა ვითამაშოთ..
კარგი, დედა ვაააარ ! (ყველა ერთად)
♡ ♡ ♡
მგელო, მგელო, მგე-ლო პირდაუბანელო, ცხელი ფაფა გიჭამია, პირი არ დაგიბანია...
♡ ♡ ♡
- დეე-დაა.. დეეე-დაა (როცა ქვემოდან ეძახი)
- რა იყო ?
- ამოვიდე ?
- ხო ამოდი უნდა ჭამო
- აუ ცოტახანი ვიქნები რა..
♡ ♡ ♡
როცა გეტყვი ი მაშინ გამოდიი,როცა გეტყვი ე არ გამოხვიდეე
Subscribe to:
Post Comments (Atom)
აუ ბოლოს წინა ყველაზე ნაღდია,
ReplyDeleteდეეეე-ს ძახილი ახლაც მიყვარს ქვემოდან <3 :D