Tuesday, July 5, 2011

მე რომ ვიყო ბიჭი


დღეს მეგობრებთან, კლასელებთან თუ უბრალო ნაცნობ ადამიანებთან
ყველას აქვს რაღაც პრობლემა
. ბიჭები ხშირად იქცევიან არაადეკვატურად
და გულს ტკენენ ადამიანებს. მათ უმეტეს შემთხვევაში არ იციან იმ
ყველაზე პუპულარულ კითხვაზე "რა სურთ ქალებს" პასუხი.. ეს
შეიძლება მამაკაცებზე უფროა ნათქვამი ვიდრე თინეიჯერებზე თუმცა
ვფიქრობ რომ ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია.. რატომ არ შეიძლება
ბიჭმა გაიაზროს ის რომ ასეთი თუ ისეთი ლაპარაკით ვიღაცას გულს ტკენ..
მოკლედ ვწერ იმას, რა მოხდებოდა მე რომ ვიყო ბიჭი, რას შევცვლიდი..
თუმცა დარწმუნებული არ ვარ ბიჭი რომ ვიყო მაინც და მაინც ასეთი
ვიქნებოდი მეთქი თუმცა რადგან გოგო ვარ და ამას სხვანაირადაც ვუყურებ
ამიტომ ვწერ იმას, რაც ხდება ჩემს ირგვლივ და რაც მე ძალიან არ მომწონს!


☐ ვისწავლიდი გოგოს სიყვარულს, პატივისცემას..
☐ კარებში გასვლის წინ გზას ყოველთვის გოგოს დავუთმობდი..
☐ არ ვითამაშებდი დღე და ღამე Cs-ს, Lineage-ს და მსგავს თამაშებს..
☐  არ ჩავთვლიდი რომ სკოლაში დაფასთან გასვლა და გაკვეთილის მოყოლა "გრეხია"
☐ ვიქნებოდი ძალიან თბილი გოგონების მიმართ
☐ არ მივაქცევდი რომელიმე გოგოს ნაკლს ყურადღებას
☐ როდესაც სკოლა დაიწყებოდა გადავკოცნიდი ყველა გოგოს და არა
მხოლოდ იმათ ვისთანაც ახლოს ვიქნებოდი (ამით სხვებს არ დავჩაგრავდი) ...
☐ არ მექნებოდა მწარე იუმორი, რომლის დროსაც უმეტეს შემთხვევაში ხალხს გულს ვატკენდი ..
☐ დამაინტერესებდა ფიზიკა, ასტროლოგია ან მხატვრობა ..
☐ არასდროს დავცინებდი საპირისპირო სქესს რაიმეს გამო ..
☐ ქუჩაში ხშირად არ გადავაფურთხებდი !
☐ არ ჩავთვლიდი რომ თუ ვინმე უფროსს შევეპასუხე უხეშად და ერთმა სულელმა
გოგომ ამაზე გაიცინა ესეიგი კარგი უფროსწორად კაი ბიჭი ვიქნებოდი
☐ გოგონებთან არასდროს გამოვიყენებდი უცენზურო სიტყვებს ..
☐ არ ჩავიცმევდი ბათინკებს ან ტიმბელენდებს (თუ რაც ქვია!)
☐  თმებს არ გავიზრდიდი იმის გამო რომ ყოველ წამს თავის ქნევა გოგოებს (ვითომ)
მოწონთ.
☐ვეცდებოდი ხშირად მევლო ეკლესიაში, არა იმიტომ რომ იქნებოდა მოდაში,
 არც იმიტომ რომ იქ "სასტავი" დამხვდებოდა, არამედ იმიტომ რომ მე ის
დამჭირდებოდა !
☐როდესაც რომელიმე გოგოს გამო ჩხუბი მომიწევდა, ვეცდებოდი ეს იმ გოგოს არ გაეგო ..
☑ საბედნიეროდ მე ბიჭი არ ვარ :)

No comments:

Post a Comment