Monday, July 4, 2011

გემოვნებიანი მუსიკა

მაშინ 7-8 წლის ვიყავი.. არ ვუსმენდი დღევანდელი ბავშვებივით
დისნეის მომღერლებს, მაგრამ სამაგიეროდ ვუსმენდი უარესს ან ოდნავ
უკეთესს პოპს, ჰიპ-ჰოპს და ხანდახან რეპს. მომწონდა ლილ ვეინი, ქრის
ბრაუნი, ჯეი-ზი და ასე შემდეგ. ვუსმენდი პირველ რიგში არა იმიტომ
რომ მათგან სიამოვნებას ვღებულობდი, არამედ იმიტომ რომ ეს სიმღერები
მოდაში იყო და მოგეხსენებათ ეს სულ ასე ხდება და ხდებოდა. როცა ხალხის
უმეტესობას რაღაც მოწონს მაშინვე იტაცებენ დანარჩენებიც
. ჩემს კლასში კი
არავინ იყო ისეთი ვინც ამათ გარდა სხვებს მოუსმენდა, მხოლოდ რამდენიმე
უსმენდა როკს და მე ის არ მომწონდა. ასე რომ მეც ხომ უნდა ავყოლილიყავი
ბავშვებს და მეც ვუსმენდი ამ უგემოვნო, უშინაარსო, ურითმო მუსიკას.

რა მოხდა შემდეგ? საბედნიეროდ მე შევიცვალე.. (ჩემი აზრით უკეთესობისკენ).
14 წლის ასაკში გარკვეულ წილად გემოვნებაც შემეცვალა და ვფიქრობ
უფრო მყარად ჩამომიყალიბდა ჩემი დამოკიდებულებები, მისწრაფებები,
მიზნები. რა თქმა უნდა ეს ცვლილებები შეეხებოდა მუსიკასაც. მამაჩემი
მძიმე როკს უსმენს და აქედან გამომდინარე როცა სახლშია და კომპიუტერთან
ჩართავს მუსიკას მეც მინდა თუ არა "მესმენინება" ხოლმე. ასე მოხდა მაშინაც.
მამა ხშირად, ძალიან ხშირად მასმენინებდა ძველ სიმღერებს.. ის ხომ ჯაზსაც
და ბლუზსაც უსმენდა.. მეც მივხვდი რომ ეს მუსიკა უფრო სასიამოვნო იყო
ვიდრე გაუთავებელი, გაბმული ლაპარაკი ყოველგვარი მელოდიის გარეშე.

შემდეგ მოხდა ის რითაც მე დღეს ასე ვამაყობ.. მე აღარ ვუსმენდი არანაირ
ჰიპ-ჰოპს და არანაირ რეპს. სამაგიეროდ ვუსმენ ჩემი აზრით ყველაზე გემოვნებიან,
საუკეთესო მუსიკას.. მომწონს მომღერლები რომლებიც ლეგენდებად დარჩნენ..
მიხარია რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ რეი ჩარლზის, სტივი უანდერის,
ბარი უაითის, ქრის რის, ერიკ კლეპტონის, ჯო კოკერის მოსმენისას !! ♥

გემოვნებიანი მუსიკა ალბათ სწორედ ეს არის.. როდესაც მას უსმენ ის
შენში რაღაც განცდებს უნდა აღძრავდეს.. გაფიქრებდეს, გსიამოვნებდეს..

ვიღაცამ მკითხა კი მაგრამ რა მოგწონს ამ მუსიკაში როცა მისი ტექსტიც კი
არ გესმისო.. მე ვუპასუხე უმეტეს შემთხვევაში ტექსტი მესმის მაგრამ
უმთავრესი ჩემთვის მელოდიაა.. 
მე სიმღერით სიამოვნების მიღება მინდა
და არა რაღაც ცხოვრებისეული აზრის გაგება..


რა ხდება დღეს ? არ მესმის 12-13 წლის ბავშვები ან უფრო პატარებიც
როგორ ხდებიან ისეთი ადამიანების ფანები, როგორებიც დისნეის
მომღერლები არიან. კი, მართალია რაც "გისწორდება" იმას მოუსმენ
მაგრამ რაღაც ხომ უნდა დაინახო მუსიკაში ისეთი რაც მოგეწონება და
გესიამოვნება ? რატომ უნდა იყოს მათთვის სასიამოვნო მოსასმენი
Baby Baby ooH.. და რატომ არ უნდა მოწონდეთ მაგალითად
Dancing Queen.. :)) იქნებ დაფიქრდნენ ახალგაზრდები.. იფიქრონ
ხარისხიან და კარგ მუსიკაზე რომლებიც ძირითადად მხოლოდ ადრე
იქმნებოდა.. სასწაული არ არის შექმნა მუსიკა და 40 წლის შემდეგაც
მასზე ლაპარაკობდნენ.. მას უსმენდნენ.. თქვენს თავს დაუსვით შეკითხვა
ვინ მოუსმენს წლების მერე ჯასტინ ბიბერს, მაილი საირუსს ან ასე შემდეგ.. ?!
პირიქით, როდესაც რომელიმე მომღერლის ახალი სიმღერა გამოვა და ორ
კვირაში რომელიმე ბავშვი მას კიდევ მოუსმენს ეუბნებიან რაღა დროს ეგ
არისო.. რა გოიმობა არისო..
 ანუ ის მუსიკა უხარისხოა და უგემოვნო.
ყოველშემთხვევაში ეს თინეიჯერებს პრობლემაა ჩემი აზრით.. მე მათი
არ მესმის რატომ ხდებიან ასეთი მომღერლების ფანები.. აუცილებელი
არ არის გემოვნებიანი მუსიკისთვის მაინც და მაინც ჯაზი მოგწონდეს !
მაგრამ ხომ უნდა შეგეძლოს რაღაც ისეთის არჩევა რომელიც ყურს ესიამოვნება
და რაღაცაზე დაგაფიქრებს, განცდებს აღგიძრავს ...

რას ვაკეთებ ახლა ?.. ახლა ვფიქრობ შეიცვლის თუ არა რომელიმე თინეიჯერი
აზრს ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ.. კიდევ ვფიქრობ ეყოლებათ თუ არა მათ
ისეთი "მრჩეველი" როგორიც მე მყავდა.. მიხვდებიან თუ არა ისინი მუსიკის აზრს..
კიდევ... რას ვაკეთებ და ვუსმენ ქრის რის სიმღერას სახელად "HEAVEN" და ვმშვიდდები 

No comments:

Post a Comment