მე ბევრი რამე მინდა...
ყველაზე მეტად მინდა, რომ ყველა კეთილი იყოს. არ ხდებოდეს მკვლელობები, და სხვა დანაშაულები. მინდა ყველანი ჯანმრთელნი ვიყოთ...
ეს მინდა, მაგრამ მე ბუნების კანონებს ვერ აღვუდგები წინ.
მაგრამ ის რომ ყველა კეთილი იყოს, მეტნაკლებად შესაძლებელია. მთავარია ვეცადოთ ამას და ყველაფერი გამოგვივა.
ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის.
მე მინდა ის, რაც ალბათ ყევლა ჩემნაირ გოგოს პლანეტაზე.
მინდა მქონდეს დიდი სახლი. თავისი ულამაზესი აუზით. სასურველია ზღვასთან ახლოს. მინდა სახლს უკან, დიდი ეზო–ბაღი ჰქონდეს, სადაც დიდი სიამოვნებით დავისვენებდი.
მინდა ძლიან ნათელი და სასიამოვნო ოთახი მქონდეს, სადაც მთელ დღეს გავატარებდი.
მინდა, ჩემი ყოველი დღე ასე იწყებოდეს.
მინდა დღე ასე გრძელდებოდეს, მეგობრებთან ერთად, შოპინგზე, კაფეში...
და მინდა ძილით და დასვენებით მთავრდებოდეს.
მინდა ოკეანეში ცურვა, ქვიშიან სანაპიროზე დასვენება და ცისფერი, კამკამა ოკეანის ყურება.
კიდევ, ძალიან მინდა მქონდეს ბევრი წიგნი, დიდი ბიბლიოთეკა და დრო კითხვისთვის.
მინდა მყავდეს მანქანა, რომლითაც ვივლიდი ზღვაზე, შოპინგზე... მეგობრებთნ ერთად.
მინდა დავდიოდე სამოგზაუროდ, მეგობრებთან ერთად. ყველაზე მეტად მინდა ლონდონი ვნახო, შემდეგ ნიუ–ორკი...
კიდევ ბევრი რამე მინდა...
მინდა ბევრი მეგობარი მყავდეს, აი იმდენი ხელის დაფეხის თითებით რო ვერ დავითვლი.
და ბოლოს, მე ვარ ერთი მეოცნებე, რომელსაც როგორც ყველას ოცნებები არ აუსრულდება (ალბათ)
მე მინდა ცაში გაფრენა, მაგრამ მაკავებს ბუნების კანონი
chemi postia washale exlave. dampalo bavshvo
ReplyDelete