Tuesday, July 5, 2011

სტარბაქსი–პოპულარული ყავის სახლი

სტარბაქსი – ყავის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1971 წელს სიეტლში (ვაშინგტონი)


     სტარბაქსი მსოფლიოში ყველა დიდი ყავის სახლია,რომელსაც 49 ქვეყანაში 16,635მდე მაღაზია აქვს გახსნილი. სტარბაქსის ყავის სახლებში მრავალფეროვანი მენიუ არის წარმოდგენილი, მზადდება ცივი ესპრესოები, სპეციალური ტექნოლოგიებით დამზადებული ჩამოსასხმელი ყავები ნატურალური ყავის მარცვლეულისგან.სტარბაქსის სახლებში არამარტო ყავები, არამედ სხავდასხვა სახის საკვები მზადდება : სალათები, ცივი და ცხელი სენდვიჩები, მომხმარებელს ასევე სთავაზობენ ნაყინებს, შოკოლადებსა და ნამცხვრებს.
სტარბაქსს აქვს ასევე ბრენდი Hear Music, სადაც საღამოობით ეწყობა ცოცხალი მუსიკის საღამო, აჩვენებენ და განიხილავენ კინოებს,წიგნებს …


სიეტლის შემდეგ პირველი ყავის სახლი კანადაში გაიხსნა.
     სრარბექსის დამფუძნებლები არიან: ინგლისურის მასწავლებელი Jerry Baldwin, ისტორიკოსი Zev iegl და მწერალი Gordon Bowker. თავიდან ისინი ყავის მარცვლეულებს კომპანია Peetსისგან ყიდულობდნენ, თუმცა ბიზნესის განვითარების შემდეგ მათ მარცვლეულების ადგილობრივი მომყვანებიდან ყიდვა დაიწყეს.
      ანტრეპრენიორი Howard Schultz კომპანიას 1982 წელს შეუერთდა, რომელსაც მილანშიმოგზაურობის დროს,იტალიელმა ინვესტორებმა სტარბაქსის ქსელის გაფართოება და ესპრესოს გაყიდვა შესთავაზეს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს,თავიდან ეს წინადადება არ მიიღეს დირექტორებმა,რადგან ყავა მათთვის იყო ისეთი რამ,რაც მხოლოდ სახლში უნდა დაემზადებინათ და სხვა ქვეყნებიდან არ შემოეტანათ,მაგრამ მას შემდეგ რაც Schultzმა (სტარბაქსის ერთ-ერთმა დირექტორმა) გახსნა სტარბაქსთან არსებული ყავის ბარი Giornale 1986 წელს,მათ უფრო ფართოდ დაიწყეს თავიანთი პროდუქციის გავრცელება და ახლის მოზიდვაც. 1986 წლიდან სტარბაქსი არამარტო მათ ყავის სახლებში,არამედ კაფე Giornale შიც იყიდებოდა ესპრესოსთან ერთად.სტარბაქსის მაღაზიები ამავე წელს გაიხსნა ვანკუვერში,ილინოისში,ჩიკაგოში.
     სტარბაქსი შეუერთდა U.K. marketს, ეს “შენაძენი” კი დაახლოებით 83 მილიონი დოლარის კაპიტალს მოიცავდა.
      1999წელს სტარბაქსმა ექპერიმენტის სახით გახსნა რესტორანი Circadia, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა და სტარბაქსმა მთლიანად დაიქვემდებარა.
სტარბაქსმა ასევე 2006 წლიდან თანამშრომლობა დაიწყო Appleთან, რომელიც ხელს უწყობდა Hear Musicის განვითარებას.
სახელი სტარბაქსი კი ამერიკელი მწერლის ჰერმან მენვილის ნოველის Moby-Dickის მიხედვით დაერქვა,სადაც ერთ-ერთ პერსონაჟს ჰქვია Starbuck, რომელიც არის გემ “Pequod”-სი კაპიტანი.თავდაპირველად Gordon Bowker მოწონებია სახელი Pequod და გადაწყვიტა რომ კომპანიასაც ასე ერქმეოდა,თუმცა მისმა თანაშემწემ,Terry Heckler უთხრა : “არავინ შემოვა ყავის დასალევად Pee-qoში, მე უკეთესი იდეა მაქვს STARBO ! ”

        კარგი იქნება ბათუმში "უცნაური" ყავის სახლების მაგივრად, ძალიან პოპულარული სტარბაქსის კაფე გახსნან. ვფიქრობ როგორც სხვა ქალაქებში, სტარბაქსი ბათუმშიც მოიპოვებს უდიდეს წარმატებას. შეიძლება ითქვას რომ სტარბაქსი სწრაფი კვებაა, მაგრამ ძალიან ხარისხიანი. ადამიანები რომლებიც სამსახურით არიან დაკავებულნი, ალბათ ლანჩის ჭამას ვერ ასწრებენ, სტარბაქსი მათთვის მისწრებაა. შესვენების დროს სახლში გარბენა არ მოგიწევს, უცებ იყიდი სტარბაქსის ყავას, ფუნთუშებს, სენდვიჩს, ისიამოვნებ და სამსახურშიც არ დააგვიანებ. ასე რომ, ძალიან, ძალიან მაგარი იქნება რომელიმე,  ხალმრავალ ქუჩაზე სრარბაქსის კაფე, რომ გახსნან.
                                                     ნეტა, როდის მოვესწრებით ამას?





No comments:

Post a Comment