Tuesday, July 5, 2011

ნოემბრის ნესტი თუ მარტის სიგიჟე? ანუ მუსიკის "ამბიციები" ✿ ♥♥




       როდესაც დღე იწყება, გრძელდება, მთავრდება... მე ყოველთვის ვფიქრობ მუსიკაზე. რომელიც ამ ბოლო დროს ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს გულის გარეშე ფიზიკურად, ისე არ შემიძლია მე ვიცხოვრო მუსიკის გარეშე სულიერად.როგორ არ შეიძლება არ გესიამოვნოს ის ბგერები, ის ნოტები რომლებმაც სამყარო გადაატრიალეს, რომლებმაც უმოწყალოდ დაიპყრეს ადამიანთა გულები, მიაპყრეს მუსიკას და ჩააგდეს დილეგში რომელიც სავსე ნოტებით მოხატული კედლებით. მეტს არაფერს ვიტყვი. ჩემი გული მთლად დაიპყრო მუსიკამ, გონება გააფერადა და მომხიბლა. მუსიკა არაა ფილმი რომელმაც ზუსტი წარმოდგენა დაგიტოვა მის შინაარზე, რომელმაც არ დაგიტოვა შანსი გქონოდა შენი წარმოდგენა, შენი ფანტაზია. მუსიკა არის ხმა რომელიც უნდა შეიგრძნო, გონებით, სულით და გულით. თვალები უნდა დახუჭო და წარმოიდგინო რომ აქაც მოვა მზე. (the beatles “here comes the sun”) ჩემიაზრით ყველაზე დიდი შეცდომაა როდესაც მუსიკაზე ვიდეოს იღებენესუკვე მუსიკას კი არა, 3 წუთიან ფილმს ჰგავსრომელიც მელოდრამისჟანრშია გადაღებულიმე მომწონს მუსიკა და არა ფილმიმე მიყვარსროდესაც კომპიუტერს ძლივს შევუერთებ ჩემს ჩიპსშევალ my computer–ში,შემდეგ  GVANTSALA-ში, შემდეგ “music” –ში, და აი აქ ყველაჟანრის მუსიკა დანაწილებული მაქვს ჟანრებად, აი ზუსტად ჩემს გემოზე. გადავათვალიერებ და მაინც თვალი დამრჩება “ხოჭოებზე”... ჩავრთავ “lemon tree”–ს, ლოგინზე წამოვწვები და თვალებს დავხუჭავ. მუსიკის ბგერებს ჩემი ბაგეების მოძრაობაც აყვება და ამ დროს შევდივარ დიდი ზღაპრისთვალისმომჭრელ სამოთხეში, რომელიც  ლიმონის ხეებითაა მორთული : “and all that i can see, and all that  i can see, is just another lemon tree...” ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. ლეგენდაა, ოღონდ არა გამოგონილი და შეთხზული... მუსიკამ მარტივით ამირია ტვინი, აიყოლა ჩემი გულის ძგერა , თითქოს რამეს ვერჩოდე, მაგრამ საზღაურის მოცემაც შეუძლია: მე მუსიკა მარტივით მათბობს, მხიბლავს მისი ახლად დაკვირტულიხეების ტოტები, მისი ძალიან მკრთალი მზე, ძლივს რომ აღწევს ჩემი “რეი–ბანების” შუშებში, ჩიტების ჟრურტულ–ჭიკჭიკი მუსიკასავით ჩამესმის... უხ ამ ჩიტების სმენა და ხმა მომცა...                                       
                          ახლა კი თვით ჭეშმარიტ მუსიკაზე. ის მაგნიტია. გიზიდავს და ვერ ხვდება რომ ზიანს გაყენებს, ვერ ხვდება რომ ადამიანები მხოლოდ მუსიკას უსმენენ და მეტი არაფერი აინტერესებთ. მე ყოველდღე მუსიკას თუ არ მოვუსმინე ალბათ გავგიჟდები, შევიშები. უკვე ისე მიყვარს ეს ნოტები. ალბათ მუსიკის გარეშე ჩემს სულს ნესტიანი და წვიმიანი ნოემბერი დაისადგურებს, ალბათ ჟინი მომკლავს, სურვილის ჭია  სულს ამომღრღნის... და ბოლოს დაფლეთილი, ჩემს ჩიპს ხელთ ვიპყრობ... იცით რა? მუსიკის მოსმენა უკვე ჩემი ჰობი აღარ არის. მან დიდი ჯაჭვით მიმაჯაჭვა თავის თავს, ამიყოლია, ჩემი გონება დაიპყრო, ჩემი ბაგეები ააცმაცუნა და მოისვენა. ასე რომ მუსიკა ავადმყოფობად მექცა, ვაი რომ განუკურნებლად... მაგრამ ავადმყოფობა კარგი გაგებით... ახლა მუსიკაზე მეტად არაფერი მიტაცებს, არ მინდა დავშორდე მას,,, და ჩემი ისედაც დანესტილი სული კიდევ უფრო დანესტიანდეს, ვშიშობ უმუსიკოდ მას ობი მოედება, და საბოლოოდ დასახიჩრდება. მუსიკა მეხმარება განტვირთვაში. როგორ, რა გზით ისვენებს ეს ხალხი გადატვირთული დგღეებისგან? ნუთუ მხოლოდ “ვიკენდის” იმედზე არიან? დაუმატონ ამ “ვიკენდს” მუსიკა და ნამდვილ ჰარმონიას მიაღწევენ, განიტვირთებიან და რამდენიმე წუთი სამოთხეში აღმოჩნდებიან. (რათქმაუნდა მძიმე როკს თუ არ აირჩევენ)                                                     მუსიკის და ჩემი შერწყმის ამბავი დავივიწყოთ დადღევანდელ ახალგაზრდობას ივხედოთ. პირდაპირ გეტყვით: რა ჯანდაბამ მოიტანა ჯასტინი და მისი ყმუილი? ბოდიში ჯასტინისტებო, მაგრამ მოეგეთ გონს. ჩართეთ barry white-ს black and white, და შემდეგ justin bieber-ის ან selena gomez–ის  ნებისმიერ “ჰიტს”.... დაფიქრდით და გაანალიზეთ.  პასუხს იმედია თქვენვე მიხვდებით. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჩემს ქალაქში ნელ–ნელა “ანტი–ჯასტინისტების” ჯგუფებიც იქმნება. უკვე მოდაში ჯასტინის სიძულვილია, ალბათ ეს ისევ მოდაა. შეიძლება ყველა “ანტი–ჯასტინისტი” გულში ღიღინებს “baby, baby, baby, oooh”.ჩემთვის ვამბობ “თავის მოტყუებას მირჩევნია რომ რეალობას თვალებში ჩავხედო”, მაგრამ ამ შემთხვევაში მირჩევნია თავი მოვიტყუო და დავიჯერო, რომ “ანტი–ჯასტინისტები” ნამდვილად “ანტი ჯასტინისტები” არიან.  

              და ბოლოს... არაა საჭირო ბრწყინავდე რომ იყო ვარსკვლავი. ეს “ხოჭოებზე” (მიუხედვად იმისა რომ ისინი მართლა ბრწყინავდენ, ხო მართლა. რა არ გჯერა?... –ხო....კი....ნამდვილად მე სამოცდაათიანებში დაბადებული არ ვიყავი მაგრამ..... მოკლედ “ხოჭოების” მუსკიას რომ მოუსმენ რომელი მუს. კრიტიკოსი დაგარწმუნებს რომ ხოჭები არ ბრწყინავდენ?)
        და სულ the end-ი “მე <3 MUSIC…”  
 

1 comment: