მე ბევრი რამე მინდა...
ყველაზე მეტად მინდა, რომ ყველა კეთილი იყოს. არ ხდებოდეს მკვლელობები, და სხვა დანაშაულები. მინდა ყველანი ჯანმრთელნი ვიყოთ...
ეს მინდა, მაგრამ მე ბუნების კანონებს ვერ აღვუდგები წინ.
მაგრამ ის რომ ყველა კეთილი იყოს, მეტნაკლებად შესაძლებელია. მთავარია ვეცადოთ ამას და ყველაფერი გამოგვივა.
ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის.
მე მინდა ის, რაც ალბათ ყევლა ჩემნაირ გოგოს პლანეტაზე.
მინდა მქონდეს დიდი სახლი. თავისი ულამაზესი აუზით. სასურველია ზღვასთან ახლოს. მინდა სახლს უკან, დიდი ეზო–ბაღი ჰქონდეს, სადაც დიდი სიამოვნებით დავისვენებდი.
მინდა ძლიან ნათელი და სასიამოვნო ოთახი მქონდეს, სადაც მთელ დღეს გავატარებდი.
მინდა, ჩემი ყოველი დღე ასე იწყებოდეს.
მინდა დღე ასე გრძელდებოდეს, მეგობრებთან ერთად, შოპინგზე, კაფეში...
და მინდა ძილით და დასვენებით მთავრდებოდეს.
მინდა ოკეანეში ცურვა, ქვიშიან სანაპიროზე დასვენება და ცისფერი, კამკამა ოკეანის ყურება.
კიდევ, ძალიან მინდა მქონდეს ბევრი წიგნი, დიდი ბიბლიოთეკა და დრო კითხვისთვის.
მინდა მყავდეს მანქანა, რომლითაც ვივლიდი ზღვაზე, შოპინგზე... მეგობრებთნ ერთად.
მინდა დავდიოდე სამოგზაუროდ, მეგობრებთან ერთად. ყველაზე მეტად მინდა ლონდონი ვნახო, შემდეგ ნიუ–ორკი...
კიდევ ბევრი რამე მინდა...
მინდა ბევრი მეგობარი მყავდეს, აი იმდენი ხელის დაფეხის თითებით რო ვერ დავითვლი.
და ბოლოს, მე ვარ ერთი მეოცნებე, რომელსაც როგორც ყველას ოცნებები არ აუსრულდება (ალბათ)
მე მინდა ცაში გაფრენა, მაგრამ მაკავებს ბუნების კანონი
ბლოგი იმისათვის ვისაც შია
Saturday, July 9, 2011
Thursday, July 7, 2011
არაუშავს.. :)
ერთმა დიდმა (?) კაცმა თქვა პოსტის დაწერის აზრი, კითხვისას მოდისო.. ჰოდა ვათვალიერებდი "აწ გარდასულ პოსტებს" და ერთ-ერთში მაქვს გამოყენებული სიტყვა - არაუშავს. მინდა დღევანდელი პოსტი ამ სიტყვას მივუძღვნა..
არაუშავს - საერთოდ ეს სიტყვა ჩემი ცხოვრების წინამძღვარია. ამ სიტყვის გარეშე ვიქნებოდი ძალიან დათრგუნული და ვინერვიულებდი ყველასა და ყველაფერზე (უმნიშვნელოზეც კი).
ამ სიტყვის დანიშნულებაა განგტვირთოს (მთლად ისეც არა ახლა :დ) ამ სიტყვას შეუძლია დაგავიწყოს პრობლემა.. ნუ ახლა მთლად დავიწყებას ვერ შეგპირდებით, მაგრამ ოპტიმისტურად მაინც განგაწყობთ :) ჩემზე ყოველ შემთხვევაში კარგად მოქმედებს :)
ახლა კი განვიხილოთ შემთხვევები, სადაც ამ სიტყვას დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს კარგ ხასიათში :)
მას ასე, დავიწყოთ:
1.კომპიუტერთან დაჯდომა გინდათ, მაგრამ გაკვეთილები გაქვთ სასწავლი..
"არაუშავს" - და ჯდებით კომპიუტერთან, ყველაფერი კარგად იქნება :)
2.ვიღაცას რაღაც აწყენინეთ..
"არაუშავს" - და ყველაფერი კარგად იქნება :)
3.მიგატოვეს..

4.რაღაცის ყიდვა დაგავიწყდათ.. ხელახლა წასვლა კი გეზარებათ მაღაზიაში..

5.დაქალისთვის/ძმაკაცისთვის განკუთვნილი მესიჯი სხვას მისწერეთ..

6.დავალებას წერთ და შეგეშალათ..

"არაუშავს" ყველაფრის წამალია <3 დამიჯერეთ, თქვით ეს სიტყვა გამოუვალ სიტუაციებში და ოდნავ მაინც სეგიმსუბუქდებათ გასაჭირი :)
(P.S მე ვამბობ იმ წამს ოპტიმისტურად განგაწყობთ მეთქი.. მაგრამ არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერს შველის და წყვეტს. დავალების არდაწერა არც ისე კარგია..)
DON'T CRY!! JUST SAY FUCK AND SMILE :)
ვინც ვერ მიხვდა ეს ფოტო რატომ დავადე ამ პოსტს : ამ გოგოსთვის ყველაფერი სულ ერთია :) არაფერზე ნაღვლობს :) და ჩემს მკიტხველსაც ამას ვურჩევ :) (მთლად MAX ზომებსაც ნუ მიიღებთ :დ)

საერთოდ რა!...
ჩემზე სულელი და ოპტიმისტი ადამიანი არ მეგულება მთელს ქვეყანაზე.
გაახილე გოგო თვალი! შეხედე რეალობას თვალებში! მოიხსენი ეგ შავჩარჩოებიანი და ცისფერსარკეებიანი სათვალე და შემოუშვი რეალობა! როგორც სხვებმა.. უკვე დიდი ხარ საკმაოდ იმისთვის, რომ კარგი და ცუდი გაარჩიო. გაიგო ვინ არის შენთვის და ვინ უბრალოდ შენი. განასხვავო ისინი ერთმანეთისგან და ყურადღების ღირსად ჩათვალო ისინი, ვინც შენთვის არიან! იყოს შენი, ნიშნავს შენ გიყვარდეს და ენდობოდე მას, მაგრამ იყოს შენთვის, ნიშნავს უყვარდე და გენდობოდნენ შენ!
რა ადვილია იმის დაჯერება, რაც გვინდა, რომ ისე იყოს, როგორც ვისურვებთ. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბოლოს თავს უკვე გამოყენებულ და აღარაფერში გამოსადეგ მეორე.. არა! მეასეხარისხოვან საგნად თვლი, რომელიც გაწურეს, დააშრეს, დააჭკნეს, გამოსთხოვეს და გამოსტყუეს ყველაფერი, რაც გააჩნდა და ეს ყველაფერი ტყუილით. მხოლოს იმიტომ, რომ ბოლოს ჩრდილში დაეგდოთ და ნამტირალევისთვის (და არამარტო) ცინიკურად ან საერთოდ არ შეეხედათ..
არ გეწუწუნებით!
მე მინდა მივმართო მათ, ვინც ასე აკეთებდა, აკეთებს ან ასე გააკეთებს..
ვინც და როგორც არ უნდა გძულდეთ, ნუ მოატყუებთ თვეებისა და წლების მანძილზე მას, ნუ გაწურავთ და ნუ დაუშრეტთ უკანასკნელ გრძნობებს, უკანასკნელ სუნთქვას, ცრემლს.. ნუ მოისვრით უკან, წარსულში, რომ მან უკეთ გაიგოს, თუ როგორ საშინლად მოატყუეთ, რომ ყოველი დღე უსაფუძვლო იმედით გაატარებინეთ.. ნუ მისცემთ საბაბს გენდოთ და დვალდახუჭულს ნუ აუხელთ ასე უცბად და მწარედ თვალს.. ნუ გაამწესებთ უკანასკნელ რაღაცად (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) თქვენს ცხოვრებაში.. სჯობს თავიდანვე უთხრათ გულიდან ამონასროლი ყველა მწარე და გულსატკენი სიტყვა.. მაშინ, ისე აღარ იდარდებს.. შემოჩვეულზე ძნელია უცებ ამოიგდო გულიდან (თუ საერთოდ შესაძლებელია ეს) ნუ ითამაშებთ მის გულწრფელობაზე.. თუ თქვენში ადამიანი მქვია, იმ ადამიანის ხათრით გთხოვთ არავის მოექცეთ ასე!
ახლა კი მათთვის მიჩუქნია ეს სიტყვები, ვინც არაერთხელ ჩაიდინა ასეთი არაადამიანობა!
მძულხართ! მთელი გულით მძულხართ! თქვენ ხართ გრძნობებისა და განცდების მწოველი ვამპირები! ჩემი ნება რომ იყოს მოგკლავდით! ნორმების დაუცველად! წამებით! თუმცა როგორც არ უნდა მეწამებინეთ, იმ ტკივილამდე მაინც ვერ მიხვიდოდით, როგორსაც ის ადამიანები განიცდიან, როს გამოც ეწამებით! და მაინც...
იმედია ჩემი "გაგიჟების" მერე ოდნავი სინანულის თუ არა, სიბრალულის გრძნობა მაინც გაგიჩნდებათ..
ახლა ფოქრობთ ეს გიჟი ვინააო.. აკლიაო.. მითხარით ეს ხმამაღლა! მე ამას არ ვმალავ! ჩემზე რომანტიკოსი არ მეგულება და ვისთვის რა მაქვს დასამალი?! მე ყველაზე დიდი გიჟი ვარ მთელს მსოფლიოში, მე ყველაზე მეტად განვიცდი ყველაფერს და მე ყველაზე მეტად ვძულვარ "მხოლოდ ჩემებს"!!!
დაბოლოს:

Tuesday, July 5, 2011
ნოემბრის ნესტი თუ მარტის სიგიჟე? ანუ მუსიკის "ამბიციები" ✿ ♥♥
როდესაც დღე იწყება, გრძელდება, მთავრდება... მე ყოველთვის ვფიქრობ მუსიკაზე. რომელიც ამ ბოლო დროს ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს გულის გარეშე ფიზიკურად, ისე არ შემიძლია მე ვიცხოვრო მუსიკის გარეშე სულიერად.როგორ არ შეიძლება არ გესიამოვნოს ის ბგერები, ის ნოტები რომლებმაც სამყარო გადაატრიალეს, რომლებმაც უმოწყალოდ დაიპყრეს ადამიანთა გულები, მიაპყრეს მუსიკას და ჩააგდეს დილეგში რომელიც სავსე ნოტებით მოხატული კედლებით. მეტს არაფერს ვიტყვი. ჩემი გული მთლად დაიპყრო მუსიკამ, გონება გააფერადა და მომხიბლა. მუსიკა არაა ფილმი რომელმაც ზუსტი წარმოდგენა დაგიტოვა მის შინაარზე, რომელმაც არ დაგიტოვა შანსი გქონოდა შენი წარმოდგენა, შენი ფანტაზია. მუსიკა არის ხმა რომელიც უნდა შეიგრძნო, გონებით, სულით და გულით. თვალები უნდა დახუჭო და წარმოიდგინო რომ აქაც მოვა მზე. (the beatles “here comes the sun”) ჩემიაზრით ყველაზე დიდი შეცდომაა როდესაც მუსიკაზე ვიდეოს იღებენ. ესუკვე მუსიკას კი არა, 3 წუთიან ფილმს ჰგავს, რომელიც მელოდრამისჟანრშია გადაღებული. მე მომწონს მუსიკა და არა ფილმი, მე მიყვარსროდესაც კომპიუტერს ძლივს შევუერთებ ჩემს ჩიპს, შევალ my computer–ში,შემდეგ GVANTSALA-ში, შემდეგ “music” –ში, და აი აქ ყველაჟანრის მუსიკა დანაწილებული მაქვს ჟანრებად, აი ზუსტად ჩემს გემოზე. გადავათვალიერებ და მაინც თვალი დამრჩება “ხოჭოებზე”... ჩავრთავ “lemon tree”–ს, ლოგინზე წამოვწვები და თვალებს დავხუჭავ. მუსიკის ბგერებს ჩემი ბაგეების მოძრაობაც აყვება და ამ დროს შევდივარ დიდი ზღაპრისთვალისმომჭრელ სამოთხეში, რომელიც ლიმონის ხეებითაა მორთული : “and all that i can see, and all that i can see, is just another lemon tree...” ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. ლეგენდაა, ოღონდ არა გამოგონილი და შეთხზული... მუსიკამ მარტივით ამირია ტვინი, აიყოლა ჩემი გულის ძგერა , თითქოს რამეს ვერჩოდე, მაგრამ საზღაურის მოცემაც შეუძლია: მე მუსიკა მარტივით მათბობს, მხიბლავს მისი ახლად დაკვირტულიხეების ტოტები, მისი ძალიან მკრთალი მზე, ძლივს რომ აღწევს ჩემი “რეი–ბანების” შუშებში, ჩიტების ჟრურტულ–ჭიკჭიკი მუსიკასავით ჩამესმის... უხ ამ ჩიტების სმენა და ხმა მომცა...
ახლა კი თვით ჭეშმარიტ მუსიკაზე. ის მაგნიტია. გიზიდავს და ვერ ხვდება რომ ზიანს გაყენებს, ვერ ხვდება რომ ადამიანები მხოლოდ მუსიკას უსმენენ და მეტი არაფერი აინტერესებთ. მე ყოველდღე მუსიკას თუ არ მოვუსმინე ალბათ გავგიჟდები, შევიშები. უკვე ისე მიყვარს ეს ნოტები. ალბათ მუსიკის გარეშე ჩემს სულს ნესტიანი და წვიმიანი ნოემბერი დაისადგურებს, ალბათ ჟინი მომკლავს, სურვილის ჭია სულს ამომღრღნის... და ბოლოს დაფლეთილი, ჩემს ჩიპს ხელთ ვიპყრობ... იცით რა? მუსიკის მოსმენა უკვე ჩემი ჰობი აღარ არის. მან დიდი ჯაჭვით მიმაჯაჭვა თავის თავს, ამიყოლია, ჩემი გონება დაიპყრო, ჩემი ბაგეები ააცმაცუნა და მოისვენა. ასე რომ მუსიკა ავადმყოფობად მექცა, ვაი რომ განუკურნებლად... მაგრამ ავადმყოფობა კარგი გაგებით... ახლა მუსიკაზე მეტად არაფერი მიტაცებს, არ მინდა დავშორდე მას,,, და ჩემი ისედაც დანესტილი სული კიდევ უფრო დანესტიანდეს, ვშიშობ უმუსიკოდ მას ობი მოედება, და საბოლოოდ დასახიჩრდება. მუსიკა მეხმარება განტვირთვაში. როგორ, რა გზით ისვენებს ეს ხალხი გადატვირთული დგღეებისგან? ნუთუ მხოლოდ “ვიკენდის” იმედზე არიან? დაუმატონ ამ “ვიკენდს” მუსიკა და ნამდვილ ჰარმონიას მიაღწევენ, განიტვირთებიან და რამდენიმე წუთი სამოთხეში აღმოჩნდებიან. (რათქმაუნდა მძიმე როკს თუ არ აირჩევენ) მუსიკის და ჩემი შერწყმის ამბავი დავივიწყოთ დადღევანდელ ახალგაზრდობას ივხედოთ. პირდაპირ გეტყვით: რა ჯანდაბამ მოიტანა ჯასტინი და მისი ყმუილი? ბოდიში ჯასტინისტებო, მაგრამ მოეგეთ გონს. ჩართეთ barry white-ს black and white, და შემდეგ justin bieber-ის ან selena gomez–ის ნებისმიერ “ჰიტს”.... დაფიქრდით და გაანალიზეთ. პასუხს იმედია თქვენვე მიხვდებით. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჩემს ქალაქში ნელ–ნელა “ანტი–ჯასტინისტების” ჯგუფებიც იქმნება. უკვე მოდაში ჯასტინის სიძულვილია, ალბათ ეს ისევ მოდაა. შეიძლება ყველა “ანტი–ჯასტინისტი” გულში ღიღინებს “baby, baby, baby, oooh”.ჩემთვის ვამბობ “თავის მოტყუებას მირჩევნია რომ რეალობას თვალებში ჩავხედო”, მაგრამ ამ შემთხვევაში მირჩევნია თავი მოვიტყუო და დავიჯერო, რომ “ანტი–ჯასტინისტები” ნამდვილად “ანტი ჯასტინისტები” არიან.
და ბოლოს... არაა საჭირო ბრწყინავდე რომ იყო ვარსკვლავი. ეს “ხოჭოებზე” (მიუხედვად იმისა რომ ისინი მართლა ბრწყინავდენ, ხო მართლა. რა არ გჯერა?... –ხო....კი....ნამდვილად მე სამოცდაათიანებში დაბადებული არ ვიყავი მაგრამ..... მოკლედ “ხოჭოების” მუსკიას რომ მოუსმენ რომელი მუს. კრიტიკოსი დაგარწმუნებს რომ ხოჭები არ ბრწყინავდენ?)
და სულ the end-ი “მე <3 MUSIC…”
მარტოობა–შვება თუ სიკვდილი?
სხავათაშორის 1 თვის წინ დავწერე ვრცელი მოთხრობა მარტოობასთან დაკავშირებით. წერის მომენტში მარტო არ ვიყავი და არ შემიგრძვნია რა არის მარტოობა.ამან მოთხრობა დააკნინა, თუმცა მე ისედაც არ მომწონს :)
მარტოობა არსებობს ბევრი სახის: მორალური, სულიერი გულის, სოციალური და სხვა.
ალბათ ყველაზე რთული სულიერი მარტოობაა. მაგრამ ზოგჯერ ეულობა ყველაზე კარგი საშუალებაა...
რაც თავი მახსოვს მარტო ვარ. მშობლები მუშაობენ. და მხოლოდ 11 წლის ასაკში შემეძინა.ადრე დიდ სახლში ვცხოვრობდი. ახლაც მარტო ვარ, ბებიასთან. ბიძაჩემი, ბებიაც და ბვაბუაც მუშაობენ. დილის 9–დან საღამოს 6–მდე, ძირითადად მარტო ვარ.ამ ყველაფერმა მარტოობის შიში არ (ან ვერ) ჩამინერგა.
მარტოობა არის ის რაც მე პირადად მჭირდება, და ალბათ ყველას რაღაც მომენტში მარტოობა ჰაერივით სჭირდება. როდესაც მარტო ხარ ყველაფერი შენს ხელშია, მეფე ხარ. რასაც გინდა იმას აკეთებ, არავინ არაფერს გიშლის. მთავარია მშობლების მოსვლამდე სახლი დაალაგო, რამე რომ არ შეატყონ.
ალბათ მე ბავშვური მარტო ყოფნა მიყვარს, რასაც მომინდება ყველაფერს რომ ვაკეთებ. ალბათ ეული მაშინ ხარ როდესაც სხვებს არ ესმით შენი.
მთავარია სულ მარტო არ იყო, და მეგობრები, ნათესავები და ოჯახი არ დაივიწყო. მხოლოდ მე მომხრე ვარ იმის რომ მარტოობა აუცილებელზე აუცილებელია.
არსებობს ბევრი მოსაზრება მარტოობაზე, ზოგი ფიქრობს რომ მარტოობა ყველაზე კარგი საშუალებაა თავის გასაცნობად.
მოგიყვანთ რამდენიმე ცნობილი ადამიანის მოსაზრებას მარტოობაზე.
1) მარტოობაში ადამიანი ხშირად გრძნობს თავს ნაკლებად მარტოსულს.
დ. ბაირონი
2)მარტოობა - არაჩვეულებრივია, მაგრამ ხომ საჭიროა, ვინმემ გითხრათ, რომ მარტოობა - არაჩვეულებრივია.
ო. ბალზაკი
3)ცხოვრებაში ორჯერ ადამიანი უნდა იყოს მარტოსული: ახალგაზრდობაში - რომ ისწავლოს და გამოიმუშავოს ფიქრები ხელმძღვანელობისთვის. და სიბერეში - რომ განვლილი აწონ-დაწონოს.
ი. ციმერმან
4)მარტოობაში ადამიანი ხშირად გრძნობს თავს ნაკლებად მარტოსულს.
დ. ბაირონი
არსებობს დასკვნები, გამოკვლევები მარტოობაზე. გამოკვლევის შედეგები მოულოდნელია, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ სოციალური მარტოობა ნაადრევი სიკვდილის რისკფაქტორად უნდა იქნეს მიჩნეული. მათი თქმით, ადამიანი, რომელიც სხვებზე ზრუნავს, გრძნობს გარკვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ თავსაც მეტ ყურადღებას აქცევენ.
თუ მარტოობას ვერაფრით გაექეცით, არადა ხალხთან გინდა ყოფნა, მაშინ...
1)სოციალურ ქსელს მიმართე. მაგრამ არ დაგავიწყდეს კომპიუტერი დიდ შვებას ვერ მოგგვრით!
2)იყიდეთ დღიური, და წერეთ თქვენი განცდები. დამიჯერეთ დღიური მალე თქვენს ნამდვილ მეგობრად გადაიქცევა. :))
მოკლედ კარგია თუ არა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მთელი ინტერნეტ–სამყაროს გადაქექვაა საჭირო. მაგრამ სხვის მოსაზრებებს არ დავეყრდნოთ და პასუხი ჩვენს თავშივე ვეძებოთ–რა არის საუკეთესო ჩვენთვის?–მარტოობა დისკომფორტია თუ კომფორტი?

Subscribe to:
Posts (Atom)